ავტორი:

წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ - 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა

წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ - 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა

მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად მდინარეში მამაც შევიდა. მამაკაცმა მდინარიდან ამოსვლა მოახერხა, მოზარდი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

სამაშველო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული.