ავტორი:

ძლიერი აფეთქება ბაქოს ღამის კლუბში - გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

ძლიერი აფეთქება ბაქოს ღამის კლუბში - გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ათობით ადამიანი.

"აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია და გამოძიება გრძელდება" - ამბობს "ესოშიეითიდ პრესთან“ აზერბაიჯანის შსს-ს სპიკერი ეჰსან ზაჰიდოვი.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მიღებული ზიანის შედეგად, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინიტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან 24 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია - უმეტი მათგანი დამწვრობით.