ავტორი:

დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები

დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები

გვიან ღამით ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ორი და დაჭრეს ხუთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მხარეებს შორის ფინანსურ საკითხთან დაკავშირებულ გარჩევას. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მასში მონაწილეობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულია, რომელიც დაჭრილია და ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

  • ტელეკომპანიის ცნობით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თურქეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით ყალიჩავას და "კრიმინალური ავტორიტეტის", ლევან მარღიას მხარეები.

გარჩევა დაგეგმა ზუგდიდელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ხვიჩა ცხაკაიამ, რომელიც დავით ყალიჩავას დავალებით მოქმედებდა.

არსებული ინფორმაციით, გარჩევა უკვაშირდება დავით შენგელიას ბიზნესსაქმიანობას, რომელსაც ბიზნესში წილს სთხოვდა ლევან მარღია, შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, რომელმაც საქმის მოგვარება ზუგდიდელ კრიმინალურ ავტორიტეტს, ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.

დაჭრილებს შორისაა ხვიჩა ცხაკაიაც, რომელიც ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგამოძიებო მოქმედებები ახლაც გრძელდება. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.