ლიეტუველი კინორეჟისორი მანტას კვედარავიჩუსი მარიუპოლში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსი და ლატვიელი დოკუმენტური კინოს რეჟისორი ვიტალი მანსკი ავრცელებს.
"ჩვენი მეგობარი, არტდოკფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩუსი დღეს მარიუპოლში კამერით ხელში მსოფლიოს წინააღმდეგ ბოროტების ამ საზიზღარ ომში მოკლეს“,- განაცხადა მანსკიმ სოციალურ ქსელში.
კვედარავიჩუსი ცნობილია როგორც ფილმის - "მარიუპოლი“ ავტორი. ფირს, რომლის პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა, უწოდეს "ადამიანური ისტორია ისტორიული გადატრიალების ფონზე“.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის“ გვერდზე. უწყების განცხადებით, შოკირებულები არიან ჯილდოების მფლობელი დოკუმენტალისტის გარდაცვალებით, რომელიც მარიუპოლში რუსული სამხედრო სისასტიკის ამსახველ კადრებს იღებდა.
"დიდი დანაკლისი იქნება ლიეტუვისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.