ავტორი:

"ამ როლებით საქართველოზე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს" - რას ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი "ნეტფლიქსის" ფილმის შესახებ

"ამ როლებით საქართველოზე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს" - რას ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი "ნეტფლიქსის" ფილმის შესახებ

"ნეტფლიქსის" პოპულარული ფილმის "Extraction"-ის მეორე ნაწილი - "Extraction 2" მალე ტელეეკრანზე გამოვა. მისი გამოსვლის თარიღად 2022 წლის მაისი დასახელდა.

კინოსურათში სამი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი და დათო ბახტაძე.

ცნობილი გახდა, რომ ქართველი მსახიობები ფილმშიც ქართველებს განასახიერებენ. თინა დალაქიშვილის გმირს ქეთევანი ერქმევა, დათო ბაქრაძის გმირს - ავთანდილი, თორნიკე გოგრიჭიანისას კი - ზურაბი. ფილმის პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

თორნიკე გოგრიჭიანი:

- რასაკვირველია, მეც ძალიან გახარებული ვარ! წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა. როგორც იტყვიან - გასაკეთებელი კიდევ ბევრია! კიდევ არის ახალი, მნიშვნელოვანი შემოთავაზებები, რაზეც შემდგომში ვისაუბრებ.

- რა უძღოდა წინ, რასაც ამ თქვენს დიდ წარმატებას უმადლით?

- ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დაფუძნებული... შეიძლება არ იყოს გმირის როლი, ბოროტი ადამიანის როლი გერგოს, მაგრამ მაღალპროფესიონალურად განასახიერო და საინტერესო იყოს. როლებზე მეტს წინასწარ ვერ გეტყვით, პრემიერა იქნება და მაყურებელმა შეაფასოს.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო, იმედია, მალე დამთავრდება და გადაღებები აქტიურად დაიწყება... გადაღებები იქნება სლოვაკეთში, ჩეხეთში, სხვა ქვეყნებში.

- თქვენი გმირები რომ გაგვაცნოთ...

- ამ როლებით საქართველოზე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.განაგრძეთ კითხვა