ავტორი:

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბართლომე თაბაგარი მესამე დღეა არ გამოჩენილა.

"სახლიდან ჩემი დისშვილი წამოიყვანა, დედამისთან უნდა მიეყვანა და თვითონ მეტროთი შინ უნდა დაბრუნებულიყო. ამ დროს გაუჩინარდა. პოლიცია ყურადღებას არ გაქცევს. კამერების ჩანაწერებს არ იღებენ მეტროდან, სადაც უნდა ჩასულიყო და ემგზავრა. ამ დილითაც ვიყავით პოლიციაში და გვითხრეს, საავადმყოფოებში ან ქუჩებში მოძებნეთო " - ამბობს გაუჩინარებული მამაკაცის შვილი.

ბართლომე თაბაგარის ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ინსულტი აქვს გადატანილი და სამი დღე წამლის გარეშე მისი ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია.

გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას სალჩოს სთხოვს.