ავტორი:

"ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს" - პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

"ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს" - პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის  დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო.

ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა", - ნათქვამია პატრიარქ ილია მეორეს სამძიმრის წერილში.