ავტორი:

"შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში... დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" - შალვა პაპუაშვილი

"შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში... დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბუჩაში "საზარელი სისასტიკით" შოკირებულია.

პაპუაშვილის თქმით, ეს უნდა დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.

"შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკ დანაშაულებები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".