ავტორი:

"ათეულობით ძაღლი საშინელი სიკვდილით დაიხოცა..." - მოხალისეებმა უკრაინაში 1 თვის წინ მიტოვებული ძაღლების თავშესაფარი აღმოაჩინეს, სადაც სულისშემძვრელი სურათი დახვდათ (ფოტოები)

"ათეულობით ძაღლი საშინელი სიკვდილით დაიხოცა..." - მოხალისეებმა უკრაინაში 1 თვის წინ მიტოვებული ძაღლების თავშესაფარი აღმოაჩინეს, სადაც სულისშემძვრელი სურათი დახვდათ (ფოტოები)

მოხალისეებმა უკრაინაში აღმოაჩინეს ძაღლების მიტოვებული თავშესაფარი, სადაც შემზარავი სურათი დახვდათ. სავარაუდოდ, თავშესაფრის მეპატრონემ ცხოველები მიატოვა და გაიქცა. ძაღლებს 30 დღის განმავლობაში წყლისა და საჭმლის გარეშე მოუწიათ ყოფნა, რის გამოც ათეულობით ძაღლი მოკვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" გერდზე "Have a Heart Equine Sanctuary" ვრცელდება. პოსტის ავტორი წერს, რომ თავშესაფარში, სახელად "ბოროდიანკა", მოხალისეებთან ერთად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ინფორმაციას თან ერთვის უმძიმესი, შემზარავი ფოტოები, რომელთა ნახვა მგძნობიარე მკითხველისთვის არ არის რეკომენდირებული.

"გუშინ მოხალისეთა გუნდთან ერთად წავედით თავშესაფარში, სახელად "ბოროდიანკა". როგორც ჩანს, დირექტორმა უბრალოდ მიატოვა ძაღლები და გაიქცა. ძაღლები 30 დღის განმავლობაში წყლისა და საკვების გარეშე დარჩნენ. სურათის დანახვაზე ყველანი ცრემლებად დავიღვარეთ. Network for Animals-ის წყალობით, შევძელით მოხალისეებისთვის ბენზინის ფული, ძაღლის საკვები და წყალი მიგვეწოდებინა. ასევე გავუგზავნეთ საბნები და დავეხმარეთ 2 ძაღლის გადაყვანაში.

როცა თავშესაფარში დავდიოდით, მოხალისეების და ჩემი ტირილი უფრო ხმამაღლა ისმოდა, ვიდრე გადარჩენილი ძაღლების ხმა. ეს იყო ყველაზე საშინელი და ყველაზე გულისამრევი რამ, რაც კი ოდესმე შემეძლო წარმომედგინა. ძაღლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ. ზოგი სხვა ძაღლებმა შეჭამეს გადარჩენისთვის. იმდენი ძაღლი წავიყვანეთ, რამდენიც შეგვეძლო ჩვენი მანქანებით. მოხალისეებმა ისინი კლინიკებში წაიყვანეს." - ვკითხულობთ პოსტში.