დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბუჩასა და ირპინში.
ბრიტანეთის ლიდერმა ამ ქმედებებს "ომის დანაშაულები" უწოდა და დასძინა, რომ "არ მოისვენებს, სანამ სამართლიანობა არ აღსრულდება".
”რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. კრემლი დეზინფორმაციით ვერ შეძლებს ამის დამალვას, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა - პუტინი სასოწარკვეთილია. ის მარცხდება და უკრაინა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პუტინის ომის მანქანამ იშიმშილოს“, - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა ასევე დასძინა: "დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის წინა ხაზზე იყო“.