ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გააკრიტიკა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პესკოვმა არ მიულოცა ვითომ უკრაინაში მყოფ კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭება, ხოლო ივან ურგენტი, რომელმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, "პატრიოტად“ მოიხსენია.
"არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენი ქვეყნის პატრიოტი რომ გახდე, საჭიროა გააკრიტიკო რუსეთის მოქმედება, წახვიდე საზღვარგარეთ, თანაც ხმაურიანად და პათეტიკურად, შექმნა ხმაური შენი პერსონის გარშემო და შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაეცემა, დაბრუნდე უკან, ისე თითქოს, არაფერი მომხდარა", - დაწერა კადიროვმა და დასძინა, "პესკოვის პრიორიტეტების სკალა, ცოტა არ იყოს უმწიფარია“ და "საჭიროა ამასთან დაკავშირებით რაღაც გაკეთდეს“.
კადიროვის გულისხმობს პესკოვის განცხადებას, რომ ყველას, ვინც არ უჭერს მხარს რუსეთის არმიის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ყველას, ვინც დატოვა რუსეთი, ვერ უწოდებს მოღალატეებს. "ტელეწამყვან ივან ურგენტს კარგად ვიცნობ, ის დიდი პატრიოტია, მას, შეიძლება თავისი თვალსაზრისი ჰქონდეს, მაგრამ პატრიოტია“, - განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანმა ივან ურგენტმა 24 თებერვალს, ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი, ის ისრაელში წავიდა,"ინსტაგრამზე" კი დატოვა ასეთი შეტყობინება: "შიში და ტკივილი, არა ომს!“ წყარო
იხილეთ ასევე: