მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს, - ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას არააქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ.
კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თანდათან დასუსტება ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება.
"ურთულეს მდგომარეობაშია ეს პარტია სხვადასხვა მიზეზის გამო, აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნები ზუსტად ამის დასტურია. მათ აიღეს 31% იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება შიდა კონფლიქტებს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა, მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.