ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები და გენოციდი განახორციელა.

BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთთან მშვიდობის საკითის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“.