ავტორი:

დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს - რა წერია შესაბამის ბრძანებულებაში

დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს - რა წერია შესაბამის ბრძანებულებაში

დიანა ღურწკაიას და სტას მიხაილოვს რუსეთის სახალხო არტისტების წოდება მიანიჭეს. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პირტალზე პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ მათ ეს წოდება "პოპარტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის“ მიენიჭათ.

რუსული ვებ გვერდი rbc.ru ღურწკაიას მცირე ბიოგრაფიასაც აქვეყნებს:

"დიანა ღურწკაია 1978 წლის 2 ივლისს აფხაზეთის ქალაქ სოხუმში დაიბადა. მომღერალმა კარიერის განმავლობაში 10 ალბომი გამოუშვა. 2005 წელს მომღერალმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელსაც დღემდე მართავს.

ფონდი სამედიცინო დახმარებას უწევს უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ ბავშვებს და ეხმარება მათ შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაში.

2006 წელს ღურწკაიამ რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიანა ღურწკაია რუსეთში მცხოვრებ იმ პოპულარულ ქართველებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსული ჯარის ვანდალური ქმედებები არ გაუპროტესტებიათ და განვითარებულ მოვლენებს დუმილით და მშვიდად ხვდებიან.