თბილისის მერის კახა კალაძე "მტკნარ სიცრუეს“ უწოდეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომელის თანახმად, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
კახა კალაძის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის "ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად“.
"დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად და ამის უკან ორი მეგობარი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები დგანან!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.