ავტორი:

"ნურავის ექნება ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარი ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევა" - მეუფე მელქისედეკი

"ნურავის ექნება ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარი ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევა" - მეუფე მელქისედეკი

"თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება", - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეპისკოპოსი ეხმაურება ბუჩაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ ტრაგედია, რომელიც რუსულმა ძალებმა დაატრიალეს არის ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგი.

  • მეუფე მელქისედეკის თქმით, უკრაინა არაა დამნაშავე და უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის.

"შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენს თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი.

ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა- უკრაინაში და იგივeს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან.

თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან. უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას.

ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია", - წერს ის.