უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას "ტვიტერში“ ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს დაუჭერს.
"მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.