ავტორი:

"სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პოზიცია-ოპოზიცია გადატყლარჭული ხომ დაგვდის..." - რა ღირს ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ

"სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პოზიცია-ოპოზიცია გადატყლარჭული ხომ დაგვდის..." - რა ღირს ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ

უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ახლა ურთულესი ვითარებაა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანების ინტერესის მთავარი ობიექტია. ბოროტებასთან ომში ჩაბმულ პრეზიდენტს მთელი ცივილური სამყარო გულშემატკივრობს.

ადამიანები აკვირდებიან ყველა შტრიხს, რაც ზელენსკის უკავშირდება. აღნიშნავენ, თუ როგორ შეეცვალა მას გამომეტყველება ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, როგორი განსხვავებულია მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებისგან, რომ გამოირჩევა პირდაპირი, ხისტი განცხადებებითა და უბრალოებით.

  • აკვირდებიან იმასაც თუ რა აცვია პრეზიდენტს - მისი ხაკისფერი მაისური მსოფლიოს პოლიტიკურ მოდადაც კი დამკვიდრდა და ზელენსკის ჩაცმის სტილს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც კი ბაძავს.

ამჯერად ყურადღება მიიპყრო ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელმა. ბუჩაში ჩასულ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ერთნაირი, თუმცა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი ეცვათ.

ეს არის Saucony-ის სპორტული ფეხსაცმელი, რომლის ორიგინალიც farfetch.com-ზე 211 დოლარად იყიდება,

ონლაინ გაყიდვის ზოგიერთ საიტზე კი მისი შეძენა უფრო ნაკლებ ფასად, ზოგან 50 დოლარადაც კია შესაძლებელი.

  • უკრაინელი პოლიტიკოსების სტილზე წერს სოციალურ ქსელში, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე:

"ახლა რა დროს ესაა მართლა, მაგრამ მსგავსი დეტალებიც ბევრ რამეს ამბობს ჩემთვის ამ კაცზე.

სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პოზიცია-ოპოზიცია გადატყლარჭული ხომ დაგვდის ლორო პიანებში ფეხტიტველა მთავრობა და ბარბერი-მონკლერებში ის მოზვინული ოპოზიციონერი. და ამ დროს ზელენსკის აცვია ეს, 50$-იანი რაცხა ბოტასი.

პ.ს. მაინც ჩემი სფერო რომაა ეს, მე მიგზავნის ხალხი და როგორ არ დამედო?!" - წერს ბახტურიძე.