ავტორი:

ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი

ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი

"ნახშირი“ - ასე უწოდებენ უკრაინელ სნაიპერ ქალს, რომელიც ეროვნულ გმირადაა აღიარებული. მამაცი სნაიპერი პირველ ხაზზე იბრძოდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ და მისი ფრაზა - "ამ ორკებს (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ბოლო უნდა მოვუღოთ,“ - საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

"ნახშირი" ("უგოლიოკი") უკრაინულ საზღვაო ქვეით დანაყოფს 2017 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დონეცკსა და ლუგანსკში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა.

სნაიპერი ქალის ნამდვილი სახელი და გვარი მედიისთვის უცნობია, ის პუტინისა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ იქცა.

"უგოლიოკის" მიმართვა პირველ ხაზზე მყოფი მებრძოლებისადმი ასეთი იყო: "ისინი არაადამიანები არიან. ფაშისტებიც კი არ ყოფილან ისეთი სასტიკები, როგორს ეს ორკები. უნდა დავამარცხოთ!.“

მან დაიფიცა, რომ პუტინის დამპყრობლებს ბოლომდე შეებრძოლება.

მიუხედავად იმისა, რომ სნაიპერი ქალი ჯარიდან წელს, იანვარში წავიდა, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კონტრადმირალ მიხაილო ოსტროგრადსკის 35-ე ქვეითი ბრიგადის რიგებში დაბრუნდა და ომში ჩაება.

"ბაგირა" (ირინა სტარიკოვა)

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა შეიპყრეს რუსი სნაიპერი ქალი, ირინა სტარიკოვა, მეტსახელად "ბაგირა." 41 წლის ირინა სტარიკოვა ორი შვილის დედაა. უკრაინის ძალებმა ის მას შემდეგ შეიპყრეს, რაც ბრძოლაში დაიჭრა.

სტარიკოვა დონბასში მოქმედებდა და 40 უკრაინელის მოკვლაში ადანაშაულებენ. ჯერჯერობით რუსი სნაიპერი ქალის ბედი მედიისთვის უცნობია.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა