უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა, ქვეყნების წრე, რომელიც უკრაინას 24 საათის განმავლობაში იარაღს მიაწვდიან.
"ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, ბოლომდე გამოგვყვნენ. ჩვენ გვჭირდება ქვეყნების წრე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ იარაღს მოგვაწვდიან",- განაცხადა ზელენსკიმ
ამასთან, როგორც ზელენსკიმ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასძინა, ნატო-ს წევრობას დათანხმდება, თუ მათი სიცოცხლით აღარ ითამაშებენ.
"თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატო-ში გაწევრიანებას ისე, რომ არ ითამაშონ ჩვენი სიცოცხლით, მაშინ ჩვენ შევუერთდებით", - დასძინა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ :