ავტორი:

უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად ზარ-ზეიმით წასული და ავტოსტოპით უკან გამოქცეული "300 ცხინვალელის“ თავგადასავალი

უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად ზარ-ზეიმით წასული და ავტოსტოპით უკან გამოქცეული "300 ცხინვალელის“ თავგადასავალი

თუკი 300 სპარტელი მებრძოლის საგმირო საქმეებს მსოფლიო ისტორია ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან იცნობს, ჩვენი წელთაღრიცხვით 21-ე საუკუნეში მას "300 ცხინვალელის“ - რუსეთის არმიის ოსი კონტრაქტორების უკრაინის ომში ზარ-ზეიმით გაცილებისა და უკან სამარცხვინოდ გამოქცევის ამბავიც მიემატება.

ყველაფერი 16 მარტის საღამოს დაიწყო, როდესაც რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნიკის კოლონა როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზისკენ გაემართა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად.

ათი დღის შემდეგ, 26 მარტს, ისევ ცხინვალიდან ოსი სეპარატისტების სამფეროვანი დროშების ფრიალითა და ლუდით დალოცვით ოსების ჯგუფმაც დიდი ზარ-ზეიმით უკრაინისკენ აიღო გეზი რუსი სამხედროების დასახმარებლად...

მაგრამ გადის სამი დღე და 300-მდე ოსი მებრძოლი სახლში ავტოსტოპით ბრუნდება... ჩუმად... თუმცა უკრაინის ომიდან გამოქცევა მთლად ჩუმად არ გამოუვიდათ განაგრძეთ კითხვა