ავტორი:

"მიუღებელი და სამარცხვინო" - პესკოვი პუტინთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება

"მიუღებელი და სამარცხვინო" - პესკოვი პუტინთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება

კრემლი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებებს პასუხობს და მიიჩნევენ, რომ პირადი შეურაცხყოფა არის "მიუღებელი და სამარცხვინო".

მათივე ინფორმაციით, ბაიდენმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო, პუტინს ომის დანაშაულებებში დასდო ბრალი.

"რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პირადი შეურაცხყოფა გრძელდება, ეს ცუდია. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეს ჩვენ მიუღებლად და სამარცხვინოდ მიგვაჩნია", - განაცხადა ჟურნალისტებთან კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბუჩაში მომხდარს გამოეხმაურა და ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე. მისი თქმით, პუტინი სასტიკია და პასუხი უნდა აგოს.

"შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში... ის ომის დამნაშავეა.

ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება, და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს. მან [პუტინმა] პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ: