ავტორი:

ავარია ბუკიას ბაღთან: "ავტომანქანა თავდაპირველად გოგონას შეეჯახა, რომელიც ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა, შემდეგ კი..."

ავარია ბუკიას ბაღთან: "ავტომანქანა თავდაპირველად გოგონას შეეჯახა, რომელიც ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა, შემდეგ კი..."

თბილისში, ბუკიას ბაღთან ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა თავდაპირველად გოგონას შეეჯახა, რომელიც ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა, შემდეგ კი მანქანა ჯერ ტროტუარზე მყოფ ქვეითს შეეჯახა, მოგვიანებით კი სამგზავრო ავტობუსს.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.