ავტორი:

"ასეთი სისასტიკე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს - პუტინს საერთაშორისო წესების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს" - სტოლტენბერგი

"ასეთი სისასტიკე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს - პუტინს საერთაშორისო წესების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს" - სტოლტენბერგი

რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინს საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს.

"რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ეს არის საშინელება და უკრაინელი ხალხის ტანჯვას იწვევს, მაგრამ ეს, ასევე ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ომის ბუნებას, მის მიერ კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსული ძალები, დონბასის სრულად ასაღებად ემზადებიან.

"ახლა, ჩვენ, კიევისგან მოშორებით, რუსული ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას ვხედავთ იმისათვის, რომ გადაჯგუფდნენ, ხელახალი შეიარაღება მიიღონ, ხელახლა მომარაგდნენ და აქცენტი აღმოსავლეთზე გადაიტანონ. მომავალი კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ჩვენ, რუსეთის შემდგომ ბიძგს ველით, რათა შეეცადოს, აიღოს მთელი დონბასი და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდი შექმნას“, - დასძინა სტოლტენბერგმა.