საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.
შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელის უწყებაში მისვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.
ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.