ავტორი:

"გაქვთ 2 გზა: რუსეთის გაძევება ან ორგანიზაციის გაუქმება - თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

"გაქვთ 2 გზა: რუსეთის გაძევება ან ორგანიზაციის გაუქმება - თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

გაქვთ 2 გზა: რუსეთის გაძევება ან ორგანიზაციის გაუქმება - თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროსადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ რუსეთს ომის დამნაშავე უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ვითარება ასე გაგრძელდება, ქვეყნები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იარაღის ძალის იმედზე დარჩებიან.

ზელენსკის თქმით, ასეთ შემთხვევაში, "გაეროს შეუძლია გაუქმდეს".

"მთავარია გაეროს სისტემის გარდაქმნა და მე კონფერენციის ჩატარებას გთავაზობთ კიევში, რათა განვიხილოთ თუ როგორ უნდა შეიცვალოს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა და როგორ შეიძლება საერთაშორისო სამართალის განმტკიცება. გარდა ამისა, კონფერენციაზე იმაზეც ვისაუბრებთ, როგორი გარანტიები უნდა იყოს ქვეყნების საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და როგორ გავაძლიეროთ საერთაშორისო სამართალი.

თუ არ იცით გადაწყვეტილება როგორ მიიღოთ, თქვენ გაქვთ 2 გზა – გააძევეთ რუსეთი, როგორც ომის წყარო, რათა რუსეთმა საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა ვერ შეძლოს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. მეორე ვარიანტი გახლავთ საკუთარი ორგანიზაციის გაუქმება. თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა", – განაცხადა ზელენსკიმ.