ავტორი:

"რუსეთის მიზანია ააშენოს ღია ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, მათ შორის თვით უკრაინელების სულიერი სიმშვიდისთვის" - მედვედევი

"რუსეთის მიზანია ააშენოს ღია ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, მათ შორის თვით უკრაინელების სულიერი სიმშვიდისთვის" - მედვედევი

"რუსეთის მიზანია ააშენოს ღია ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, მათ შორის თვით უკრაინელების სულიერი სიმშვიდისთვის", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა, "გონებრივად გადაიქცა მესამე რაიხად“ და მასაც იგივე ბედი ეწევა.

მედვედევის განცხადებით, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის მიზანი ერთობლივად არ შესრულდება და ამის გადაწყვეტა მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მოხდება.

"დღევანდელი უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მიზანი არის თავად უკრაინელების მომავალი თაობების სიმშვიდის სახელით, საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია - ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“, - წერს მედვედევი.