ავტორი:

"უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში მინიმუმ 10 დღის განმავლობაში ესვენა" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

"უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში მინიმუმ 10 დღის განმავლობაში ესვენა" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში სულ მცირე ათი დღის განმავლობაში ესვენა მანამ, სანამ უკრაინელი სამხედროები ქალაქს რუსული ძალებისგან გაათავისუფლებდნენ, -ამის შესახებ გაერთანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

2022 წლის 21 მარტით დათარიღებული სატელიტური სურათების ანალიზზე დაყრდნობით სამინისტრომ განმარტა, რომ ბუჩას ქუჩაში სულ მცირე 8 ცხედარი იყო.

შეგახსენებთ, ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის 31 მარტამდე იყო ოკუპირებული. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა იმ პერიოდში, როცა მას რუსული ძალები აკონტროლებდნენ.