ავტორი:

ჩერნიგოვში ოჯახი ნაღმზე აფეთქდა, მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, ბავშვები - მძიმე მდგომარეობაში არიან

ჩერნიგოვში ოჯახი ნაღმზე აფეთქდა, მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, ბავშვები - მძიმე მდგომარეობაში არიან

ჩერნიგოვის ოლქში ავტომობილი, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები კი რეანიმაციაში არიან მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ოჯახი ბეზბოროტკივის მეურნეობიდან სოფელ პრიპუტნიში ბრუნდებოდა. თუმცა ავტომობილი, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.