გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი უფლებადამცველ დავით ლორიას პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა. მხარეები "ჯორჯინ თაიმსის" ეთერში იყვნენ მიწვეულები და სასაუბრო თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო.
"არ უნდა აომოთ იქ ხალხი, არ უნდა მიიყვანოთ იქამდე... შენ ხარ უსინდისო ადამიანი და ქუჩის ქალი" - აღნიშნა ლორიამ, რის შემდეგაც მას ნონა მამულაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მოგვიანებით, "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა მომხდარის შესახებ ფეისბუქ პოსტში განმარტება გააკეთა:
"მაშინ როდესაც ყოველდღე უსასტიკეს სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ, რომელსაც უდიდესი ბოროტების იმპერია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ყოველდღე ვხედავთ ნაწამები, გაუპატიურებული დასახიჩრებული ადამიანების კადრებს, მაშინ როდესაც შენს ქვეყანას ზუსტად იგივე დაუნდობელი მტერი ებრძვის, მაშინ როდესაც ჩვენ საამაყო მებრძოლებს კლავენ, აი, ამ დროს რომ ზელენსკის დააბრალებს ლორია ომის დაწყებას თუ პროვოცირებას,
მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უმკაცრესი პასუხი გავცე ნებისმიერ გარეწარს, ვინც ამის შესახებ ბედავს და ლაპარაკობს ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე", - წერს მამულაშვილი.