უკრაინის ომის უახლესმა ამბებმა, ნაცვლად იმისა, რომ შვება და იმედი მოეტანა, ახალი სისასტიკეები მოიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მისი თქმით, დაუცველი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე სულ უფრო შემზარავი ხდება. "სისასტიკე, რომელიც სულ უფრო შემზარავი ხდება, მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ ხორციელდება“, - აღნიშნა პაპმა.
ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს რომის პაპმა უკრაინის დროშას აკოცა, რომელიც, მისი თქმით, ბუჩადან გაუგზავნეს.