გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს.
ის სოფელ ახალუბნის მცხოვრებია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ინტერპრესნიუსს"ინფორმაცია დაუდასტურეს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი ქუჯოშვილი უკანონოდ დააკავა.