ავტორი:

კომპანია m2-მა თბილისში, ვარკეთილის მიკრო რაიონში მდებარე ხევის პარკში, ასი ძირი არიზონას კვიპაროსის ხე დარგო

კომპანია m2-მა თბილისში, ვარკეთილის მიკრო რაიონში მდებარე ხევის პარკში, ასი ძირი არიზონას კვიპაროსის ხე დარგო

კომპანია m2-მა გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში თბილისში, ვარკეთილის მიკრო რაიონში მდებარე ხევის პარკში, ასი ძირი არიზონას კვიპაროსის ხე დარგო.

კომპანიამ, ასევე, დედაქალაქს საჩუქრად არიზონას კვიპაროსის 1200 ნერგი გადასცა, რომლებიც თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება, რაც დედაქალაქში დამატებით 4 ჰექტარამდე გამწვანებას შეუწყობს ხელს.

კომპანია უკვე წლებია სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური გამწვანების პროექტით კომპანიამ 2017 წელს მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 26 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია აღადგინა და სრულად უზრუნველყო დაზიანებული ლანდშაფტის რეაბილიტაცია, მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომი მათი მოვლა-პატრონობა.

R