იტალიაში კომოს ტბის სანაპიროსთან მდებარე სახლს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო არხის წამყვან ვლადიმირ სოლოვიოვს ეკუთვნის, დღეს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინეს და ამისთვის, პირველადი ინფორმაციით, საბურავები გამოიყენეს. პოლიციას უკვე ჰყავს ეჭვმიტანელებიც.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის ერთ-ერთი სახლი სოლოვიოვის იტალიაში მდებარე უძრავი ქონებიდან, რომელიც ტელეწამყვანს, დასავლეთის მიერ დასაწებული სანქციების ფარგლებში ჩამოერთვა.
ამ დროისთვის დამატებით დეტალები ცნობილი არ არის.
ხანძრის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში გამთენიის 6:00 საათზე შევიდა, ხოლო 8:00 საათისთვის ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო.