14-დან 24 წლამდე მინიმუმ ოცდახუთმა ქალმა და გოგონამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ბუჩაში გააუპატიურეს, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს "უკრაინელი ხალხის გენოციდის“ და მათ მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებები. "გაუპატიურება რუსული ძალების ახალი იარაღია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
"ეს ხდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საშინელი დანაშაულების დოკუმენტირებას, ყველა დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა დენისოვამ.