ავტორი:

"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი

"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი

ჩვენ არ გვინახავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-მ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

"შეჭრის შემდეგ მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერეს. ასევე ველოდები, რომ მინისტრები, როდესაც შეიკრიბებიან დღეს და ხვალ, განიხილავენ, როგორ შეგვიძლია უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება.

მოკავშირეები უზრუნველყოფენ როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ანტისაჰაერო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებისა მიწოდებას უკრაინისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, არ სურს დეტალურად განმარტოს, ზუსტად რა სახის იარაღს აწვდიან მოკავშირეები უკრაინას.

მისი თქმით, კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ალიანსი ამისთვის მზად უნდა იყოს.

"უპირველეს ყოვლისა, ეს ომი ახლავე უნდა დასრულდეს და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ის ჯარებისა და ძალების გაყვანით და შეწყვიტოს თავდასხმა ისეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინაა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ კონფლიქტი, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, მრავალი თვის, ან თუნდაც წლების განმავლობაში.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება ომი, მას აქვს გრძელვადიანი გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ სისასტიკე. ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტ პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.