ავტორი:

"მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია... არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვის" ბატალიონი?

"მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია... არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვის" ბატალიონი?

მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია, მათ გადასარჩენად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, - ამის შესახებ „აზოვის“ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა საგანაცხადა.

"მთელ მსოფლიო საზოგადოებას და უკრაინელ პოლიტიკოსებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევაა ცოცხალი ხალხი. მათ არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი, მობილური კომუნიკაცია. საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, მათ ამოსაყვანად.

ჩვენ გვჭირდება დახმარება, რათა გადავარჩინოთ ისინი, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მარიუპოლში გენოციდი და ჰუმანიტარული კატასტროფაა", - ხაზგასმით აღნიშნა პალამარმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბოლო დღეებში მარიუპოლზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.

"ავიაციის გარდა, დაემატა ტანკები, საზღვაო და სახმელეთო არტილერია, ფოსფორის ბომბები. არც კი ვიცი, კიდევ რას მოიმოქმედებენ რუსები. მაგრამ გუშინ და დღეს ჩვენ გავანადგურეთ მათი საბრძოლო შემადგენლობა, მტრის ბევრი ქვეითი ჯარისკაცი “, - განაცხადა მეთაურის მოადგილემ.