ავტორი:

"შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება!" - ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა

"შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება!" - ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა

ბერლინში, რუსეთის გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ, რათა უკრაინაში დაღუპულთათვის პატივი მიეგოთ.

"შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება! ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაუყოვნებლივი დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის დასასრულს, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ", - ნათქვამია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.