ავტორი:

"ასეთი ვიზიტები კატეგორიულად მიუღებელია! რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია" - კახა კალაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე

"ასეთი ვიზიტები კატეგორიულად მიუღებელია! რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია" - კახა კალაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე

რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ქვეყანა ინგრევა? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მსგავსი ვიზიტებით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

ასევე იხილეთ: