ავტორი:

ავარია გორში - ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა: როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ავარია გორში - ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა: როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაშავდა. ქვეითად მოსიარულე მოზარდს, რომელიც სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, სტალინის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს შემთხვევის შედეგად მიყენებული ზედაპირული ექსკორიაციები აღენიშნება, მოზარდს უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და ამ ეტაპზე სხვა ტიპის დაზიანება არ ფიქსირდება, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.