ავტორი:

"ერთი ორი პოლიტიკოსი აქ რომ ჩამომიხვედით, თოხი და ბარივით რომ გიჭირავთ ეგ ავტომატი" - რას წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

"ერთი ორი პოლიტიკოსი აქ რომ ჩამომიხვედით, თოხი და ბარივით რომ გიჭირავთ ეგ ავტომატი" - რას წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ქართველ პოლიტიკოსებზე წერს, რომლებიც, მისივე თქმით, მხოლოდ სახელის გამო ჩადიან უკრაინაში, რეალურად კი არაფრის გამკეთებლები არიან.

"კიდევ ერთი სიმართლეს ვიტყვი, ამ ჩემ ფეხებს თუ ეწყინებათ... ერთი ორი პოლიტიკოსი აქ რომ ჩამომიხვედით, თოხი და ბარივით რომ გიჭირავთ ეგ ავტომატი, ჯინსებზე რომ გიკეთიათ სამუხლეები მხედრიონელებივით, არც ომობთ არც არაფერს აკეთებთ, დაწანწალებთ უკომპასო გემივით. ლამის ტუალეტშიც რომ იღებთ სელფებს. წადით რა საქართველოში და იქ გააკეთეთ რამე. სულ გაითახსირეთ სული. ელემენტარულად ბიჭების პანაშვიდზე მაინც მოსულიყავით 500 მეტრში იყო თქვენგან ეკლესია..."

ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა და ბატალიონ "დონბასის" ყოფილი მებრძოლია. ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად მიიჩნევა. 2017 წელს ის მოლდოვაში საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ორი კვირით ადრე შვიდ თანამებრძოლთან ერთად უკრაინიდან დარეპორტებული მებრძოლი, უკან ქვეყანაში შესვლას ცდილობდა.

მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო ნადირაძე და საქართველოს სხვა მოქალაქეები ქვეყნიდან მასთან კავშირის გამო გააძევეს