უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერებენ პრეზიდენტ პუტინის ძალებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კულებას თქმით, დახმარებაა საჭირო უახლოეს დღეებში, თორემ ბევრი დაიღუპება.
"ან თქვენ ახლა დაგვეხმარებით, მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან თქვენი დახმარება დაგვიანდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე სახლებს დაკარგავს, ბევრი სოფელი განადგურდება ზუსტად იმიტომ, რომ ეს დახმარება ძალიან გვიან მოვიდა", - განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ბუჩასა და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა ნაწილებში, რომლებიც ახლა რუსული ძალების მიერ ოკუპურებულია, პუტინის მიერ ჩადენილი სისასტიკეები ,,აისბერგის მხოლოდ მწვერვალია". მისი თქმით, მარიუპოლში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა.
,,იმისათვის, რომ ბუჩას მსგავსი მდგომარეობა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ომი დავასრულოთ", - დასძინა კულებამ.