"დიდი შვიდეული" მზად არის, პუტინი, არჩეული ომის გამო, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.
"დიდი შვიდეული" მზად არის, პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული ომის გამო, პასუხისგებაში მისცეს და ასევე უზრუნველყოს, უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მარცხი", - წერს სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში.
ბლინკენმა კიდევ ერთ "ტვიტში" უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
"აშშ და ნატო-ს მოკავშირეები ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას აგრძელებენ და პრეზიდენტ პუტინს, უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი ომის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ისევე როგორც პარტნიორების, რომლებიც ასევე დაზარალდნენ რუსეთის ქმედებებით", - წერს ბლინკენი.