ავტორი:

ზელენსკი საელჩოებს მიმართავს: "გთხოვთ, დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა - ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა"

ზელენსკი საელჩოებს მიმართავს: "გთხოვთ, დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა - ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამასთან, მან დაბრუნებისთვის თურქეთსა და ლიტვას მადლობა გადაუხადა.

”საელჩოები ბრუნდებიან კიევში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება "მათი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოების და დიპლომატიური ჟესტების დონეზე".

”გთხოვთ დაბრუნდით, ვინც მამაცი ხართ, გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კიევში დიპლომატიურ საგარეო მისიებს მიმართა, რომ ეს არის "სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია".

"ეს არის დედაქალაქი , ეს არ არის პროვინციული ქალაქი რუსეთიდან, ეს არის ჩვენი ქალაქი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ დონბასში რუსული ჯარები აქტიურდებიან და უკრაინელები მამაცურად იბრძოლებენ.