ავტორი:

24 ქვეყანა, რომელმაც გაეროდან რუსეთის გაძევებას მხარი არ დაუჭირა: მათ შორის არის ჩინეთი - როგორ პასუხობს კრემლი გადაწყვეტილებას?

24 ქვეყანა, რომელმაც გაეროდან რუსეთის გაძევებას მხარი არ დაუჭირა: მათ შორის არის ჩინეთი - როგორ პასუხობს კრემლი გადაწყვეტილებას?

როგორ პასუხობს კრემლი გაეროს გადაწყვეტილებას და რომელია 25 ქვეყანა, ვინც რუსეთის გაძევებას მხარი არ დაუჭირა. მოსკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ, იყო "უკანონო" და "პოლიტიკურად მოტივირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის შედეგად, 93 წევრმა ქვეყანამ, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა, 24 იყო წინააღმდეგი, ხოლო 58 ქვეყანამ თავი შეიკავა.

აღნიშნული, ადამიანის უფლებათა საბჭოში, წევრობის შეჩერების მეორე შემთხვევაა. პირველი 2011 წელს ლიბია იყო.

აღსანიშნავია, რომ 24 ქვეყანას შორის, რომლებმაც რუსეთის გაეროდან გაძევებას მხარი არ დაუჭირეს ჩინეთია. მათი სია ასე გამოიყურება: ალჟირი, ბელარუსი, ბოლივია, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩინეთი, კონგო, კუბა, კორეა, ერიტრეა, ეთიოპია, გაბონი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ვიეტნამი და ზიმბაბვე.