უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - ამ ინფორმაციას უკრაინის რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრ კამიშინის ინფორმაციით, კრამატორკის რკინიგზის სადგურზე ცოტა ხნის წინ 2 ავიაიერიში განხორციელდა.
"ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, - განაცხადა მან.