ლეგენდარული როკ ჯგუფი Pink floyd, ახალი სიმღერით, სახელწოდებით "Hey Hey Rise up" დაბრუნდა. ჯგუფი 26 წლის შემდეგ პირველად უშვებს ახალ სიმღერას, რათა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატონ. მათივე განცხადებით, მთლიანი შემოსავალი უკრაინის დახმარებისთვის გადაირიცხება.
"Hey Hey Rise up"-ს გიტარისტი დეივიდ გილმორი, დრამერი ნიკ მეისონი და ბასისტი გაი პრატი ასრულებენ, კლავიშებზე კი ნიტინ სოუნი უკრავს.ვოკალს კი უკრაინელი მომღერალი ასრულებს.
თავად გილმორს უკრაინელი რძალი და შვილიშვილები ჰყავს. მუსიკოსმა თქვა, რომ ჰლივნიუკის შესრულების მოსმენისას ემოციები მოეძალა: "ეს ის დაუვიწყარი მომენტი იყო, რომელმაც სურვილი გამიჩინა, ეს ემოციები მუსიკით გადმომეცა". Pink Floyd-ის თქმით, უკრაინელი მომღერალი, რომელმაც ჯგუფი დატოვა, რათა ჯარში გაწევრიანებულიყო, ახლა საავადმყოფოშია, რადგან მას ნამსხვრევები მოხვდა.
"როგორც ბევრი სხვა, ჩვენც ვგრძნობთ განრისხებას და იმედგაცრუებას იმ ფაქტზე, რომ დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და აქ ადამიანებს უმოწყალოდ ხოცავს", - ამბობს გილმორი.
ლეგანდარული ჯგუფის ახალი სინგლის ყდაზე მზესუმზირის ნახატია, რომელიც ურკაინის ეროვნული სიმბოლოა.
<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/saEpkcVi1d4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა