ავტორი:

ბელარუსმა "არამეგობრული ქვეყნების სია“ გამოაქვეყნა - მოხვდა თუ არა მასში საქართველო

ბელარუსმა "არამეგობრული ქვეყნების სია“ გამოაქვეყნა - მოხვდა თუ არა მასში საქართველო

ბელარუსმა „არამეგობრული ქვეყნების სია“ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში საქართველო არ შედის. აღნიშნულ ინფორმაციას Minsknews-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში 13 სახელმწიფო და სახელმწიფოთა შორისი კავშირი მოხვდა, მათ შორის აშშ და ევროკავშირი. ამის შესახებ 2022 წლის 6 აპრილის 209-ე განკარგულებას ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა, რომან გოლოვჩენკომ მოაწერა ხელი.

"არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდნენ: ავსტრალიის კავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, მონტენეგრო და შვეიცარიის კონფედერაცია.