ავტორი:

აუდიოწიგნების განახლებული აპლიკაცია „გუდა“ - დახვეწილი დიზაინი და მრავალფეროვანი არჩევანი წიგნის მოყვარულებს

აუდიოწიგნების განახლებული აპლიკაცია „გუდა“ - დახვეწილი დიზაინი და მრავალფეროვანი არჩევანი წიგნის მოყვარულებს

აუდიოწიგნების ქართულმა პლატფორმამ განაახლა აპლიკაცია „გუდა” და მომხმარებელზე უფრო მორგებული გახადა. დახვეწილი დიზაინი, გამარტივებული ფუნქციონალები და მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის - ეს www.gudabooks.ge -ის იმ უპირატესობების ჩამონათვალია, რომლებსაც მსმენელი საკუთარ თავზე გამოცდის.

პლატფორმას დაემატა უამრავი აუდიოწიგნი, როგორც მხატვრული, ისე საბავშვო და ბიზნესლიტერატურა და არჩევანი მომავალშიც გაიზრდება.

„აუდიოწიგნებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამასთან, მომხმარებელი სწრაფად ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენც გადავწყვიტეთ, „გუდას“ პლატფორმაზე სიახლეები დაგვენერგა. გახმოვანებულია, როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურიდა. სხვადასხვა ჟანრის წიგნები გათვლილია როგორც ბავშვებზე, ისე უფროსი ასაკის მსმენელზე. აუდიოწიგნები საუკეთესო გზაა ინტელექტუალური დასვენებისთვის, როცა დაღლილი საღამოს სახლში მიხვალ, კომფორტულად მოეწყობი და რომელიმე საინტერესო წიგნს უსმენ ან გრძელ რიგებში და საჭესთან დროის გასაყვანად. მათ, ვისაც აუდიოწიგნი ერთხელ მაინც მოუსმენიათ, დაგვეთანხმებიან, რომ ეს თერაპიაა“,- აღნიშნავენ გუნდში

აუდიოწიგნები დროის დაზოგვის იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს, თუმცა ამისთვის დრო არ რჩება. მისი მოსმენის პარალელურად შესაძლებელია სხვა საქმის კეთებაც, რაც დროის თვალსაზრისით ბევრი ჩვენგანისთვის ფუფუნებაა. სასურველ წიგნს შეგვიძლია მოვუსმინოთ ვარჯიშისას, სეირნობისას, მგზავრობისას, კერძის მომზადებისას, გრძელ რიგებში დგომისას და უფრო ნაყოფიერად გავატაროთ დრო.

როგორ გადმოვწეროთ აუდიოწიგნები?

თავდაპირველად, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე , შემდეგ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „guda” (როგორც Android - სთვის, ისე iOS-სთვის) და იმოგზაუროთ ლიტერატურულ სამყაროში. წიგნის შეძენა „გუდას“ დესკტოპ ვერსიიდან შეგიძლიათ და ის ავტომატურად აისახება აპლიკაციაშიც. ამასთან, თუ აუდიოწიგნები უკვე შეძენილი გაქვთ და აპლიკაციას თავიდან ჩამოტვირთავთ, თქვენი კოლექცია ამ შემთხვევაშიც ავტომატურად გამოგიჩნდებათ.

ვებგვერდზე განთავსებულია აუდიოწიგნების რამდენიმე უფასო ვერსიაც. ასევე, საბავშვო აუდიოწიგნების შეძენა „გუდაზე“ სიმბოლურ ფასად - 10 თეთრადაც არის შესაძლებელი, რაც, როგორც პლატფორმის წარმომადგენლები განმარტავენ, ახალ თაობაში ხელს უწყობს ლიტერატურის პოპულარიზაციას და ელექტრონული მოწყობილობების უფრო ნაყოფიერად გამოყენებას.

„გუდას“ პლატფორმა 2019 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ ვებგვერდზე 250-ზე მეტი წიგნი დაემატა, რომელიც პროფესიონალმა მსახიობებმა გაახმოვანეს. აუდიობიბლიოთეკის განახლებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სამომავლოდ „გუდა“ მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებს.

R