DHL-ის სატვირტო თვითმფრინავი, კოსტარიკის აეროპორტში ავარიული დაშვების შემდეგ ორად გაიყო. Boeing 757-200-ის პილოტი ჰიდრავლიკური სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, იძულებული გახდა, გადაუდებელი დაფრენა შეესრულებინა, რაც თვითმფრინავის მძიმედ დაზიანებით დასრულდა.
პილოტმა აფრენიდან მალევე, ხუან სანტა-მარიას საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა. დრამატული დაშვებისას თვითმფრინავს ფრთაც მოსტყდა.
DHL-ის განცხადებით, ეკიპაჟი არ დაშავებულა, მაგრამ სიფრთხილისთვის ერთმა პერსონალმა მაინც გაიარა სამედიცინო შემოწმება. ინციდენტმა გადატვირთულ აეროპორტში სამგზავრო ქაოსი გამოიწვია. აეროპორტი კი, შექმნილი სიტუაციის გამო იძულებული იყო რამდენიმე საათით შეეწყვიტა მუშაობა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">ÚLTIMO MINUTO: Alerta 4A (accidente aéreo) declarado en el Aeropuerto Internacional Juan Santamaría. Terminal aérea cerrada; Bomberos en lugar y más unidades en camino. <a href="https://t.co/3rbgphjwYm">pic.twitter.com/3rbgphjwYm</a></p>— Delfino.CR (@delfinocrc) <a href="https://twitter.com/delfinocrc/status/1512106277756977160?ref_src=twsrc%5Etfw">April 7, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა